დაბრუნება პარტიზანთან – ჩაკვეტაძე გენტის განაცხადშია

ლორია კონფერენსლიგის მატჩს ოჯახური მიზეზების გამო გამოტოვებს
ნოემბერი 3, 2021 14:34
არველაძე ინგლისში? ჰალ სიტიში ახალ მფლობელსა და მწვრთნელს ელიან
ნოემბერი 3, 2021 14:49

პირველ ნოემბერს ბელგიის იუპილერლიგის მე-13 ტურის მატჩში სადაც “გენტი”  “როიალ უნიონთან” 2:0 დამარცხდა, “ბუფალომ” გიორგი ჩაკვეტაძე მოისაკლისა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერმა მატჩამდე მცირე დისკომფორტი იგრძნო და გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მისი თამაშით არ გარისკა.

ხვალ, 4 ნოემბერს გენტი კონფერენსლიგის მეოთხე ტურის მატჩში ბელგრადის “პარტიზანს” უმასპინძლებს. ჰეინ ვან ჰაზებრუკმა სამატჩო განაცხადი დაასახელა, სადაც 22 წლის ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  დიდი ალბათობით, ჩაკვეტაძე ვილი სანიოლის სანაკრებო სიაშიც მოხვდება.

Share