ლორია კონფერენსლიგის მატჩს ოჯახური მიზეზების გამო გამოტოვებს

კარგი ამბავი – ოქრიაშვილის დაბრუნებას შემდეგ ტურში ელიან
ნოემბერი 3, 2021 14:16
დაბრუნება პარტიზანთან – ჩაკვეტაძე გენტის განაცხადშია
ნოემბერი 3, 2021 14:49

ხვალ თუმურ ქეცბაიას ანორთოსისი კონფერენსლიგის მეოთხუ ტურის მატჩს გამართავს ფლორასთან.

ანორთოსისი ესტონეთში დღეს გაემგზავრა, მაგრამ გუნდს გასვლით მატჩზე ქართველი მეკარე გიორგი ლორია არ გაყვა.

როგორც კვიპროსული მედია წერს, ლორია აღნიშნულ მატჩს ოჯახური მიზეზების გამო გამოტოვებს.

არადა, ანორთოსისს ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს. ქეცბაიას გუნდს 3 ტურის შემდეგ ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. ის ერთი ქულაც ანორთოსისმა სწორედ გასულ ტურში, შინ ფლორასთან მოიპოვა.

გუნდებს შორის კვიპროსში გამართული მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

Share