კარგი ამბავი – ოქრიაშვილის დაბრუნებას შემდეგ ტურში ელიან

VIDEO ზივზივაძის საგოლე გადაცემა ბვსკ-ზუგლოს წინააღმდეგ
ნოემბერი 3, 2021 12:47
ლორია კონფერენსლიგის მატჩს ოჯახური მიზეზების გამო გამოტოვებს
ნოემბერი 3, 2021 14:34

კვიპროსული გამოცემა Tothemaonline თორნიკე ოქრიაშვილის ჯანმრთველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.

“საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა “დოქსასთან” (2:2) დაპირისპირება გამწვავებული ვირუსის გამო გამოტოვა და მის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობი იყო.

გამოცემა წერს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავა, ქართველ შემტევს “აელთან” სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ, რისი ალბათობაც დიდია.

“აპოელი” 6 ნოემბერს ლიმასოლის აელს უპასპინძლებს.

8 ტურის შემდეგ აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 10 ქულით მე-7 ადგილზეა.

Share