საბურთალომ შუბითიძე გაუშვა – თბილისელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ

არველაძე ინგლისში? ჰალ სიტიში ახალ მფლობელსა და მწვრთნელს ელიან
ნოემბერი 3, 2021 14:49
ბითაძის 8 ქულა და ინდიანას გამარჯვება
ნოემბერი 4, 2021 05:02

დღეს, 3 ნოემბერს, თბილისის “საბურთალო” მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა.

ხვიჩა შუბითიძემ, მიუხედავად კარგი შედეგებისა, კლუბთან ურთიერთშეთანხმებით “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

დღესვე, მოგვიანებით, “საბურთალოს” გვერდზე ახალი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ კლუბში დაბრუნდა ლევან კორღალიძე, რომელიც მომავალ მატჩებში უხელმძღვანელებს თბილისურ კლუბს.

„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი.

„საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება კიდევ ერთხელ მომესინჯა ძალები „საბურთალოში“ – თქვა ლევან კორღალიძემ “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ.

კორღალიძემ საბურთალო სეზონის სტარტზე ჩაიბარა, მაგრამ შემდეგ გუნდი თავისი სურვილით დატოვა. 32 ტურის შემდეგ თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზეა, საქართველოს თასის 1/2-ფინალში კი დინამო ბათუმს დაუპირისპირდება.

Share