VIDEO კაშიას შორეული საგოლე პასი – სლოვანმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

▶️ გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა პარტიზანთან
ნოემბერი 4, 2021 19:29
▶️ VIDEO/მომენტები – ჩაკვეტაძე 🆚 პარტიზანი
ნოემბერი 4, 2021 20:21

უეფას კონფერენს ლიგის F ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში, გიბრალტაულმა “ლინკოლნმა” გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავას “სლოვანს” უმასპინძლა. მატჩი სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ორივე ქართველმა სრული მატჩი ითამაშეს. კანკავა 60-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. კაშიამ კი 71-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული გადაცემით მრაზს გაატანინა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მორიგ მატჩს 7 ნოემბერს “რუზომბოროკის” წინააღმდეგ გამართავს.

Share