ბითაძის 8 ქულა და ინდიანას გამარჯვება

საბურთალომ შუბითიძე გაუშვა – თბილისელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ
ნოემბერი 3, 2021 15:23
სანაკრებო სია ცნობილია !
ნოემბერი 4, 2021 09:13

დღეს გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის “პეისერსი” ” ნიუ იორ ნიქს” დაუპირისპირდა და 111-98 გაიმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში 9 წუთი გაატარა პარკეტზე ქართველმა ცენტრმა. გოგამ 4-დან 2 სამქულიანი ზუსტად ისროლა, ხოლო ორქულიანიდან ერთხელ შეუტია ფარს და ისიც ზუსტი იყო. საბოლოო ჯამში ბითაძემ 8 ქულა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ინდიანას კი 3 გამარჯვების წილ, 6 მარცხი აქვს.

Share