ბილეთების გაყიდვა 8 ნოემბერს დაიწყება – საქართველო 🆚 შვედეთი

ფინალში რუსი დაამარცხა – პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია
ნოემბერი 5, 2021 13:54
▶️VIDEO ჯაბა პაპინაშვილმა ფინალში რუსი დაამარცხა
ნოემბერი 5, 2021 16:12

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის საქართველო – შვედეთის ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 8 ნოემბერს 12:00 საათზე დაიწყება.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო – შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობავაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 15 და 25ლარია.

წყარო – Nakrebi.Ge

 

Share