“ქვილითაიასთვის ნაკრებში არგამოძახება დამატებითი მოტივაციაა” – კვიპროსული მედია

“მადლობა ყველას, ძალიან მიხარია” – ოქრიაშვილმა კუთვნილი ჯილდო მიიღო
ნოემბერი 5, 2021 18:20
Transfermarkt: ეროვნული ლიგის TOP ათი სარფიანი ტრანსფერი
ნოემბერი 6, 2021 07:40

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. განაცხადში ვერ მოხვდა აპოელის ქართველი შემტევი გიორგი ქვილითაია, რასაც კვიპროსული მედია გამოეხმაურა.

“თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ არა გიორგი ქვილითაია. რათქმაუნდა, მისთვის ეს დამატებითი მოტივაციაა, რომ უფრო შედეგიანი გახდეს. სწორედ ასე დაბრუნდება ის ეროვნულ ნაკრებში.

აპოელის ფორვარდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და იდეალური ფორმისგან შორს არის. აპოელში იმედოვნებენ, რომ ქვილითაია უახლოეს მატჩებში მოუმატებს.

ქვილითაიას მსგავსად კვიპრსზე რჩება მურთაზ დაუშვილიც,” – წერს goal.philenews.com.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია).

Share