VIDEO საგოლე გადაცემა გალათასარაისთან – მარადიშვილი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ივნისის შემდეგ, საქართველოში რაგბიზე გულშემატკივარი ბრუნდება
ნოემბერი 5, 2021 08:35
ფინალში რუსი დაამარცხა – პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონია
ნოემბერი 5, 2021 13:54

გუშინ, უეფას ევროპის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს “გალათასარაი” და მოსკოვის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობაში იყო 21 წლის კონსტანტინე მარადიშვილი. 72-ე წუთზე სწორედ მან გაატანინა გვინეელ კამანოს და ამ გოლის შედეგად “რკინიგზელებმა” ქულა მოიპოვეს.

მარადიშვილმა WhoScored-ის მიხედვით 8.0 შეფასება მიიღო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

25 ნოემბერს მოსკოვის ლოკომოტივი სახლში რომის “ლაციოს” უმასპინძლებს.

Share