“მადლობა ყველას, ძალიან მიხარია” – ოქრიაშვილმა კუთვნილი ჯილდო მიიღო

▶️VIDEO ჯაბა პაპინაშვილმა ფინალში რუსი დაამარცხა
ნოემბერი 5, 2021 16:12
“ქვილითაიასთვის ნაკრებში არგამოძახება დამატებითი მოტივაციაა” – კვიპროსული მედია
ნოემბერი 5, 2021 18:41

კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩში თორნიკე ოქრიაშვილმა აპოელის მაისურით ეთნიკოსს ულამაზესი ჯარიმა გაუტანა.

ოქრიაშვილის ეს გოლი კვიპროსელმა გულშემატკივრებმა ტურის საუკეთესოდ დაასახელეს, ქართველმა ფეხბურთელმა კი კუთვნილი ჯილდო დღეს მიიღო. ოქრიაშვილს ჯილდო “სტოიქსმენის” წარმომადგენელმა ანგელოს ჰონტულიდისმა გადასცა.

აპოელის ქართველმა შემტევმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

“განსაკუთრებით მიხარია PASP-სა და კომპანია Stoiximan-ის ჯილდოს მოპოვება. მადლობას ვუხდი ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც ხმა ჩემს გოლს მისცა და გამოარჩია. მადლობა ჩემს გუნდელებს, რადგან საუკეთესო შედეგისთვის ერთად ვმუშაობთ”, – თქვა ოქრიაშვილმა.

Share