ივნისის შემდეგ, საქართველოში რაგბიზე გულშემატკივარი ბრუნდება

“ფიჯელებთან ორი მტკივნეული მარცხი განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ მათთან გამარჯვებისთვის
ნოემბერი 5, 2021 08:13
VIDEO საგოლე გადაცემა გალათასარაისთან – მარადიშვილი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ნოემბერი 5, 2021 09:40

ივნისის შემდეგ, საქართველოში რაგბის გულშემატკივარი უბრუნდება. მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო,  საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის  “დიდი 10”-ის მატჩები უმაყურებლოდ იმართებოდა. ასევე, უმაყურებლოდ გაიმართა პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის  “შავი ლომის” საშინაო მატჩი ებრაული “თელავივ ჰითის” წინააღმდეგ.

 

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მტავრობის, საკორდინაციო საბჭოსა და რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით “დიდი 10”-ის, პირველი და რეგინალური ლიგების, ასევე ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის მატჩებს,  სტადიონის ტევადობის მიხედვით, გულშემატკივართა 33 % დაესწრება.

მატჩზე დასასწრებად გულშემატკივარმა  თან უნდა იქონიოს შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

 

ასე რომ, გულშემატკივარს მომდევნო ტურში, რომელიც შაბათ-კვირას გაიმართება სტადიონზე მისვლის საშუალება ექნება. მაყურებლები დაიშვება დეკემბერში ‘სავი ლომის” საშინაო შეხვედრაზე, როდესაც “შავი ლომი” რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის “ენისეის” დაუპირისპირდება.

 

საქართველოში ბოლო სარაგბო მატჩი, რომლებსაც გულშემატკივრები დაესწრნენ,  27 ივნისს თელავის “კავკასიონი არენაზე” გამართული მატჩი იყო, რომელშიც საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა.

 

Share