“ფიჯელებთან ორი მტკივნეული მარცხი განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ მათთან გამარჯვებისთვის

💥 საქართველო 🆚 შვედეთი: ბათუმში მატჩს გულშემატკივარიც დაესწრება
ნოემბერი 5, 2021 07:40
ივნისის შემდეგ, საქართველოში რაგბიზე გულშემატკივარი ბრუნდება
ნოემბერი 5, 2021 08:35

“ბორჯღალოსნები” შემოდგომის სერიის  ტესტ სერიის მატჩებისთვის ემზადებიან. ლევან მაისაშვილის ნაკრები 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 21 ნოემბერს კი, მადრიდის მახლობლად, ფიჯის დაუპირისპირდებინ.

საქართველოს ნაკრები  “ლე ბლეს” ისტორიაში ერთადერთხელ არის შეხვედრილი, 2007 წლის მსოფლიო თასზე და მაშინ ფრანგებმა 64:7 მოიგეს.

მოახლოებული სანაკრებო მატჩების შესახებ,  Qomagebi.ge-სთან “ბორჯღალოსნების” და “შავი ლომის” კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა ისაუბრა.

 

         ნაკრების ტესტები

 

ორივე რათქმაუნდა ძალიან რთული მატჩი იქნება. 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ არ უთამაშია საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან. ძალიან ძლიერი გუნდია, დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის და ყველაფერს გავაკეთებთ რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. რაც შეეხება ფიჯის 2019 წლის მსოფლიო თასზე წაგებას დაემატა 2020 ის ნოემბრის ტესტზე მარცხი. ჩვენი მიზანი იქნება ყველაფრის ფასად დავამარცხოთ ფიჯი.

მამუკაშვილმა ჩვენთან ქართული ფრენჩაიზის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მორაგბე მიიჩნევს, რომ “შავი ლომის” არსებობა აუცილებელია, რადგან ეს ერთგვარი  მზარდი ნაკრებია და ეს გუნდი საქართველოს ნაკრების სარეზერვო გუნდად უნდა განვიხილოთ. ასევე, მამუკაშვილი მიიჩნევს, რომ “შავი ლომი” სანაკრებო მატჩების წინ მორაგბეებს შორის შეთამაშების პრობელემბს მოაგვარებს, მაგრამ დასძენს იმასაც, რომ სამომავლოდ უფრო მაღალი დონის ტურნირში ჩასართავად მუშაობაა საჭირო.

 

შავმა ლომმა ასპარეზობა, სამწუხაროა რომ ბოლო თამაში ენისეისთან გადაიდო, რუსეთში არსებული კოვიდ ვითარებიდან გამომდინარე. კარგი იქნებოდა 3 თამაში გვეთამაშა და მეტი სათამაშო დრო დაგვეგროვებინა. რათქმაუნდა ნაკრების ნაწილი მთელ სეზონს ერთად ატარებს, რაც ხელს უწყობს გუნდის შეთამაშებას.
მამუკაშვილს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებაც გვკითხეთ. იგი ამბობს, რომ ნაკრები ყველა მატჩში წარმატებისთვის იბრძოლებს და ნაკრების თითოეული მატჩი, შეკრება მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს ემსახურება.
          2023 მდე 2 წელია კიდევ, რათქმაუნდა ყველა შეკრება და ტესტი ემსახურება მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. დაველოდოთ როგორი კონდიციებით შევხვდებით მსოფლიო თასს

 

 
Share