▶️VIDEO ბერიძემ პენალტი მოიპოვა და გაიტანა – უიპეშტი დამარცხდა

▶️VIDEO ბიძინაშვილის გამარჯვების გოლი თბილისის დინამოს კარში
ნოემბერი 6, 2021 21:23
“ვცდილობ ვიყო სამართლიანი – ნაკრების კარი ღიაა ყველასთვის, ვინც დაიმსახურებს”
ნოემბერი 7, 2021 09:51

უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში “პუშკაშ აკადემია” და “უიპეშტი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლეთა მინიმალური გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

სტუმართა რიგებში ზედიზედ მეხუთედ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ გიორგი ბერიძე. მეორე ნახევრის კომპენსირებულ დროში, როდესაც ინტრიგა დაკარგული იყო. ქართველის აქტიურობას მცველების მხრიდან უხეშობა მოჰყვა, მთავარმა არბიტრმა მომენტი VAR-ზე გადაამოწმა და  თერთმეტმეტრიანი დანიშნა. 24 წლის ნახევარმცველმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

უიპეშტი 8 ქულით ბოლო მე-12 ადგილზეა. მორიგ მატჩს კი, 20 ნოემბერს სახლში “დებრეცენის” წინქაღმდეგ ჩაატარებს.

Share