ბორჯღალოსნები: აფრასიძე ნოემბერში ნაკრებს ვერ დაეხმარება

▶️VIDEO წიტაიშვილმა “რუხს” ლამაზი გოლი გაუტანა
ნოემბერი 6, 2021 18:53
ილიას ზუროსი ბერძნული “პრომეთეასის” თავკაცი ხდება
ნოემბერი 6, 2021 20:26

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

ნაკრებს ტრავმის გამო, 9 ნომერი გელა აფრასიძე გამოაკლდა. გელამ  Top 14-ის მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და მართალია, იმის შემდეგ ითამაშა კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ჯერ ტრავმა სრულად არ მოუშუშებია.

შესაბამისად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფრასიძემ ამ ტესტებზე დაისვენოს და ტრავმა მოიშუშოს. გელა აფრასიძის ნაცვლად, სანაკრებო განაცხადს “შავი ლომის” მორაგბე თენგიზ პერანიძე დაემატა. პერანიძე სარაგბო კლუბ “ლელო სარასენსის” აღზრდილია.

მაისაშვილი არჩევანთან დაკავშირებით ამბობს: „პერანიძეზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ‘შავი ლომი’ ყველაზე ახლოსაა ჩვენს სათამაშო სისტემასთან. გარდა ამისა მიგვაჩნია, რომ დღესდღეისობით ის სხვა კანდიდატებზე უკეთეს ფორმაშია“.

ბორჯღალოსნები საფრანგეთში ხვალ მიემგზავრებიან და მომავალი შეხვედრისთვის ბორდოში მოემზადებიან. თამაში 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 20-ში ფიჯის ესპანეთში ვერკინებით.

Share