ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის მატჩს ესწრება

VIDEO ქვილითაიამ “აელს” თერთმეტმეტრიანი გაუტანა
ნოემბერი 6, 2021 15:58
VIDEO არის დუბლი! ქვილითაიამ აელს მეორეც გაუტანა
ნოემბერი 6, 2021 16:52

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გორში, ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩს ესწრება, სადაც ადგილობრივი „დილა“ მეორეადგილოსან თბილისის დინამოს მასპინძლობს.

შესაბამისი პოსტი სანიოლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. არაა გამორიცხული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების განაცხადში ერთი ახალწვეულია – გორის დილას მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ის ძალიან მნიშვნელოვანია ორივე გუნდსითვის. დინამო მოგების შემთხვევაში დინამო ბათუმთან ჩამორჩენას 2 ქულამდე შეამცირებს, ხოლო დილა მოგების შემთვევაში მე-4 ადგილოსან ლოკომოტივს 7 ქულით გაუსწრებს.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს.

Share