Transfermarkt: ეროვნული ლიგის TOP ათი სარფიანი ტრანსფერი

“ქვილითაიასთვის ნაკრებში არგამოძახება დამატებითი მოტივაციაა” – კვიპროსული მედია
ნოემბერი 5, 2021 18:41
VIDEO სეზონის მე-6 გოლი – ვოლკოვმა საბაჰს გაუტანა
ნოემბერი 6, 2021 11:57

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განმავლობაში არაერთი წარმატებული ტრანსფერი განხორციელებულა. ყველაზე დიდ თანხად, 1995/96 წლების სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ტალანტი, გიორგი ქინქლაძე გაიყიდა. Transfermarkt-ს თუ დავუჯერებთ, მანჩესტერ “სიტიმ” თბილისის “დინამოს” ნახევარმცველში 4 მილიონი ევრო გადაიხადა.

მას შემდეგ რაც საქართველოს ჩემპიონატმა სახელი იცვალა და  CRYSTALBET ეროვნული ლიგად მოიხსენიება, ჩემპიონატის გაშუქებასთან ერთად, იქ მონაწილე გამორჩეულ მოთამაშეთა მიმართ ინტერესმაც იმატა და არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა.

ამჯერად, იმ ტრანსფერზე გავამახვილებთ აქცენტს, რომელიშიც ქართულმა გუნდებმა გარკვეული თანხა მიიღეს. თუმცა, გამორჩეული ქართველი ტალანტების უფასოდ გადინების უამრავი შემთხვევაც გვახსოვს.

Tranafermarkt.De-ზე დაყრდნობით, 2017-2021 წლების სეზონებში განხორციელებული TOP 10 სარფიან ტრანსფერს გთავაზობთ.

10) მიკოლა  კოვტალიუკი, 2018/19 გორის “დილა” – “ანიანგი” სამხრეთ კორეა 200 000 ევრო

9) ლევან ხარაბაძე, 2018/19 თბილისის “დინამო” – “ციურიხი”  იჯარა, 200 000 ევრო

8) გიორგი ქოჩორაშვილი, 2019/20 თბილისის “საბურთალო” – “ლევანტე” 250 000 ევრო

7) გიორგი პაპუნაშვილი, 2017/18 თბილისის “დინამო” – “სარაგოსა” 300 000 ევრო

6) ლუკა ლოჩოშვილი, 2017/18 თბილისის “დინამო” – კიევის “დინამო” 300 000 ევრო

5) გიორგი ხარაიშვილი, 2018/19 თბილისის “საბურთალო” – “გეტებორგი” 300 000 ევრო

4) ლეანდრო რიბეირო, 2020/21 გორის “დილა” – “სეულ ე-ლანდი” 400 000 ევრო

3) ოთარ კიტეიშვილი, 2018/19 თბილისის “დინამო” – გრაცის “შტურმი” 760 000 ევრო

2) ნიკა ნინუა, 2020/21 თბილისის “დინამო” – “პაოკი” 850 000 ევრო

1) გიორგი ჩაკვეტაძე, 2017/18 თბილისის “დინამო” – “გენტი” 1,5 მილიონი ევრო

Share