“არც ჩვენ ვართ მისი აქ ყოფნით ბედნიერნი და არც თავადაა კმაყოფილი” – ქეცბაია ნინუაზე

▶️VIDEO ხვიჩა კვარაცხელია სოჭისთან მატჩს გამოტოვებს
ნოემბერი 7, 2021 18:29
ბურჯანაძის 9 ქულა ესპანეთში, ბეტისი სარაგოსასთან დამარცხდა
ნოემბერი 8, 2021 03:24
კვიპროსის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩში “ანორთოსისმა” “ჰაფოსს” უმასპინძლა და მინიმალურად 1:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ითამაშა ნიკა კაჭარავამ, გიორგი ლორია სათადარიგო სკამზე გახლდათ, ხოლო ნიკა ნინუა ამჯერად განაცხადშიც ვერ მოხვდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა თემურ ქეცბაიამ, სადაც ნინუას ართამაშის საკითხსაც შეეხო. მის ინტერვიუს 24sports-ი ავრცელებს.
რაც შეეხება ნიკა ნინიუას, შეხვედრაში 10 წუთიც რომ მოგეცეს, თავის წარმოსაჩენად უნდა გამოიყენო. მას კუნთის პრობლემა აქვს. ამ ეტაპზე არც ჩვენ ვართ მისი აქ ყოფნით ბედნიერნი და არც თავადაა კმაყოფილი”, – ამბობს ქეცბაია
ანორთოსისი მორიგ მატჩს 20 ნოემბერს ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” გამართავს.
Share