“არ გვყავს მესი, ნეიმარი, მაგრამ გვაქვს ის სულისკვეთება, რომლითაც ყველაფერი შეგვიძლია”

“ვცდილობ ვიყო სამართლიანი – ნაკრების კარი ღიაა ყველასთვის, ვინც დაიმსახურებს”
ნოემბერი 7, 2021 09:51
“ფანცულაია მოიაზრება ნაკრების წევრად… ვსწავლობ, როგორ გავხდეთ უფრო სტაბილურები”
ნოემბერი 7, 2021 10:34

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ძალიან დაგვწყდა გული საბერძნეთთან და კოსოვოსთან დაფიქსირებულ შედეგებზე. თვითონაც მიმაჩნია, რომ იყო შესაძლებლობა, რაღაცეები სხვანაირად ყოფილიყო: ძირითადად ეს გუნდის განწყობას შეეხება. საზოგადოებაში მეტოქესთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. საბერძნეთსა და კოსოვოს ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, რომელთაც სხვანაირად დავხვდით.

რაც შეეხება ბოლო მატჩს და გამარჯვებას კოსოვოში, სულისკვეთება ბევრად კარგი იყო. ამ თამაშმა დაგვანახა, რომ თუ ბოლომდე დავიხარჯებით, შეგვიძლია იმ შედეგის დაფიქსირება, რომელიც ყველას გაახარებს. მარტში კარგი მატჩები ჩავატარეთ, შემდეგ უფრო მეტის მოლოდინი გაჩნდა… 

ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი, მაგრამ გვაქვს გული და სულისკვეთება, რომლის ხარჯზეც ყველაფერი შეგვიძლია”, – თქვა სანიოლმა.

Share