“ფანცულაია მოიაზრება ნაკრების წევრად… ვსწავლობ, როგორ გავხდეთ უფრო სტაბილურები”

“არ გვყავს მესი, ნეიმარი, მაგრამ გვაქვს ის სულისკვეთება, რომლითაც ყველაფერი შეგვიძლია”
ნოემბერი 7, 2021 10:09
სანიოლი: “ხვიჩას კითხვებზე მეტად მხარდაჭერა სჭირდება”
ნოემბერი 7, 2021 11:10

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“შემადგენლობის დასახელებისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: მომდევნო მეტოქე, კონდიციები… როდესაც სექტემბერში შემადგენლობა დავასახელე, მაშინ ნიკა კვეკვესკირი არ იყო, ნიკა კაჭარავა ტრავმირებული იყო, თორნიკე ოქრიაშვილი ბრუნდებოდა… ტრავმა ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიასაც. შესაბასამისად შანსი მიეცათ სხვა ფეხბურთელებს.

გამოვიძახე გიორგი ფანცულაია და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომელიც მაშინ კარგ ფორმაში იმყოფებოდა. ფანცულაიამ მაშინ ტრავმა მიიღო, მაგრამ მისი იმედი მომავალში ისევ მაქვს. ის მოიაზრება ნაკრების წევრად, კონკურენცია კი უმნიშვნელოვანესია.

თუ დააკვირდებით იმ გუნდებს, რომლებიც დიდ წარმატებას აღწევენ, მათ შემადგენლობის ხშირად ვცლა არ უწევთ. მარტში გვქონდა შესაძლებლობა იმ ძირითადი ბირთვით გვეთამაშა, რომელიც ნაკრებისთვის ძალიან მნისვნელოვანია. სექტემბერში კი დიდი როტაცია იყო, რადგან იყო ტრავმები, ყვითლები… პირველ რიგში, გვჭირდება სტაბილურობა და ვსწავლობ, როგორ გავხდეთ უფრო სტაბილურები.

ყოველთვის კონკრეტულ შემტევ ფეხბურთელებზე მეკითხებიან, თუ რატომ არ გამოვიძახე ის. ამ დროს ავიწყდებათ, რომ მცველების როლიც მნიშვნელოვანია და მათზე მეტ კითხვას ვისურვებდი. რატომ მოვიგეთ კოსოვოსთან? იმიტომ რომ დაცვა იყო სტაბილური და ის ჰქმნიდა შეტევაში თამაშის შესაძლებლობას”, – თქვა სანიოლმა.

Share