“ვცდილობ ვიყო სამართლიანი – ნაკრების კარი ღიაა ყველასთვის, ვინც დაიმსახურებს”

▶️VIDEO ბერიძემ პენალტი მოიპოვა და გაიტანა – უიპეშტი დამარცხდა
ნოემბერი 6, 2021 22:20
“არ გვყავს მესი, ნეიმარი, მაგრამ გვაქვს ის სულისკვეთება, რომლითაც ყველაფერი შეგვიძლია”
ნოემბერი 7, 2021 10:09

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სანიოლს გიორგი ქვილითაიაზეც ჰკითხეს, რომელმაც გუშინ დუბლი გაიფორმა, ნაკრების განაცხადში კი არ არის.

“ბევრი გვარის დასახელება შეგვიძლია, თუმცა, ფეხბურთი მხოლოდ შემადგენლობის დასახელება ფურცელზე გვარების ჩამოწერა რომ იყოს, მაშინ მე, როგორც მწვრთნელი, საჭირო არ ვიქნებოდი.

გადაწყვეტილების მიღებისას, ვცდილობ ვიყო სამართლიანი. არსებობს წესებიც, რომელთა დარღვევის უფლება არ მაქვს, თუნდაც შემადგენლობის დასახელებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უეფას რეგლამენტით, შემადგენლობა დავასახელე გუშინდელ დღემდე – ანუ მანამ, სანამ ქვილითაია დუბლს გაიფორმებდა. ფეხბურთი კონკურენციაა – მან მანამდეც გაიტანა, მაგრამ მინდა უფრო მეტად მოუმატოს, მეტი გაიტანოს და ნაკრებს დაუბრუნდეს.

ნიკა კაჭარავა შანსს იმსახურებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შანსი მიეცეს ყველას, ვინც იმსახურებს. თუ 10-20 ფორვარდს გამოვიძახებ, მაშინ ნაკრებში ბალანსი დაირღვევა. რომ გამომეახა ქვილითაია, შესაძლოა, გეკითხათ, რატომ არ გამოვიძახე მიქაუტაძე… 

ქვილითაიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველაფერი მის სამუშაოზეა დამოკიდებული. ნაკრების კარი ღიაა ყველასთვის, ვინც დაიმსახურებს”, – თქვა სანიოლმა.

Share