სანიოლი: “ხვიჩას კითხვებზე მეტად მხარდაჭერა სჭირდება”

“ფანცულაია მოიაზრება ნაკრების წევრად… ვსწავლობ, როგორ გავხდეთ უფრო სტაბილურები”
ნოემბერი 7, 2021 10:34
ხელბურთი – ესტონეთთან ფინალის ტოლფასი მატჩია
ნოემბერი 7, 2021 12:21

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ქართული არ ვიცი, მაგრამ ვკითხულობ და მიყვებიან, რა იწერება სპორტულ მედიაში. ზაფხულში ხვიჩაზე ძალიან ბევრი იწერებოდა: მის მომავალზე, დაინტერესებულ კლუბებზე… ის 20 წლის ბიჭია და კითხვებზე მეტად მხარდაჭერა სჭირდება. 

გვყავს ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მათ აქვთ პოტენციალი, განვითარდნენ და ნაკრების ძირითად ბირთვად ჩამოყალიბდნენ. ჩაკვეტაძე ძლიერი ტალანტია, ორი წელი გაუცდა და ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რომ როგორც ათლეტმა, სხეული მოამზადოს და გამოწვევებს გამუკლავდეს. 

ვფიქრობდი და ვოცნებობდი არა თუ მესამე, არამედ უფრო მაღალ ადგილზე ჯგუფში. მე და ფეხბურთის ფედერაცია ამბიციურები ვართ და როგორც ნაკრებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის უკეთესი შედეგი გვსურს. ეს არ არის 6-თვიანი პროექტი: წინ ერთა ლიგაა, მაგრამ ჯერ კონცენტრაცია უახლოეს ორ მატჩზე უნდა მოვახდინოთ. მნიშვნელოვანია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი კარგ განწყობაზე დავასრულოთ”, – თქვა სანიოლმა.

Share