პირველი ტრავმა – განაცხადში ცვლილებაა

აბუაშვილმა ფეირენსესთან ნახევარი საათი ითამაშა
ნოემბერი 8, 2021 06:45
რუსული გამოცემა: ხვიჩა საუკეთესო იყო- მასთან კითხვები არ არსებობს
ნოემბერი 8, 2021 11:13

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეიდან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან და უზბეკეთთან დაგეგმილი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელის შემადგნელობით მოემზადება. მთავარი მწვრთნელის მიერ გასულ კვირას დასახელებულ შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა. ტრავმის გამო წლის დასკვნით მატჩებს გიორგი მიქაუტაძე გამოტოვებს. ბელგიური სერენის ფეხბურთელის ნაცვლად, შემადგნელობაშია აზერბაიჯანული ზირას თავდამსხმელი დავით ვოლკოვი.

26 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების განაცხადში პირველად იქნება. დავით ვოლკოვი 10 ტურის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიის ლიდერია. ფეხბურთელს რვა გოლითა და სამი საგოლე გადაცემით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

საქართველოს ნაკრები დღეს ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო – შვედეთი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

15 ნოემბერი | 18:00
საქართველო – უზბეკეთი

Nakrebi.ge

Share