“ორი თვეა არ უთამაშია და მისი გამოძახება ნაკრების იმიჯისთვის ცუდი იყო”-სანიოლი მამარდაშვილზე

რუსული გამოცემა: ხვიჩა საუკეთესო იყო- მასთან კითხვები არ არსებობს
ნოემბერი 8, 2021 11:13
ის ქართველ მცველებს შეურაცხყოფას აყენებდა – მიქაუტაძე ზლატანზე საუბრობს
ნოემბერი 8, 2021 12:45

საქართველოს ნაკრები 2021 წლის ბოლო მატჩებისთვის ემზადება. “ჯვაროსნები” 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში , ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთს უმასპინძლებენ. 15 ნოემბერს კი, “თენგიზ ბურჯანაძეზე” უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. ნაკრების განაცხადში არ არის ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდარვილი, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული. მის ნაცვლად სანიოლმა გორის “დილას” 22 წლის კარის დარაჯს ლუკა გუგეშაშვილს უხმო.

ლუკასთვის ეს ნაკრებში პირველი გამოძახებაა. მეკარეების თემაზე ვილი სანიოლმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” ისაუბრა.

“გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” დიდი ხანია უთამაშებელია. მან კლუბში ბოლოს ორი თვის წინ ითამაშა. უთამაშებელი მეკარის გამოძახება ნაკრების იმიჯისთვის ცუდი იყო და ამიტომაც მამარდაშვილი 21-წლამდელთა ნაკრებს დავუთმეთ. ლუკა გუგეშაშვილი ეროვნულ ლიგაში გამორჩეული მეკარეა. კარგ სეზონს ატარებს და მან ეს შანსი დაიმსახურა”, – თქვა ვილი სანიოლმა.

Share