რუსული გამოცემა: ხვიჩა საუკეთესო იყო- მასთან კითხვები არ არსებობს

პირველი ტრავმა – განაცხადში ცვლილებაა
ნოემბერი 8, 2021 07:47
“ორი თვეა არ უთამაშია და მისი გამოძახება ნაკრების იმიჯისთვის ცუდი იყო”-სანიოლი მამარდაშვილზე
ნოემბერი 8, 2021 11:47

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში “როსტოვმა” ყაზანის “რუბინს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

მიუხედავად უშანსო მარცხისა, ქართველმა ფლანგის შემტევმა კარგი მატჩი ჩაატარა. ხვიჩას თამაშს Kazanfirst.ru გამოეხმაურა და შემდეგი შეფასება მისცა.

საერთოდ, კვარაცხელიას ცუდი მატჩი არ ჰქონია. იმ საშინელების ფონზე, რაც ვიხილეთ, ხვიჩას პერფორმანსი არ ჩანს, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელმა ნამდვილად დაიბრუნა დონე. გოლის გატანა დარჩა, რომ ფსიქოლოგიური კუთხით უფრო გაუმარტივეს. აქ კითხვები არ არსებობს – ხვიჩა როსტოვის წინააღმდეგ საუკეთესო იყო, რთულია მასთან კითხვები არსებობდეს”;- წერს გამოცემა

 

რუბინი მორიგ მატჩს 21 ნოემბერს “სოჭისთან” გამართავს.

Share