გიორგი შერმადინი პარკეტს დაუბრუნდა – პირველი მატჩი ტრავმის შემდეგ

ბურჯანაძის 9 ქულა ესპანეთში, ბეტისი სარაგოსასთან დამარცხდა
ნოემბერი 8, 2021 03:24
VIDEO წიტაიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ნოემბერი 8, 2021 06:25

საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი შერმადინმა ტრავმა მოიშუშა და მის მერე პირველი შეხვედრაც ჩაატარა.

შერმადინი „ტენერიფეს“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში დაუბრუნდა, თავისი ყოფილი კლუბის, „ანდორას“ წინააღმდეგ მატჩში. გიორგის გუნდმა შეხვედრა 79:70 მოიგო. ხოლო თავად შერმადინმა 17 წუთი ითამაშა და 3 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

შემდეგ ტურში, ესპანეთში ქართველი კალათბურთელების დაპირისპირებას ვიხილავთ, 14 ნოემბერს შერმადინის „ტენერიფეს“ ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ ესტუმრება.

Share