VIDEO წიტაიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი შერმადინი პარკეტს დაუბრუნდა – პირველი მატჩი ტრავმის შემდეგ
ნოემბერი 8, 2021 03:41
აბუაშვილმა ფეირენსესთან ნახევარი საათი ითამაშა
ნოემბერი 8, 2021 06:45

უკრაინის პრემიერიგის მე-14 ტურის მატჩში ოდესის “ჩერნომორეცმა” ლვოვის “რუხს” უმასპინძლა და უხვგოლიან დაპირისპირებაში 4:3 გაიმარჯვა.

ქართველმა ფეხბურთელმა 57-ე წუთზე სხვაობა გამანადგურებელი გახადა (3:0). სტუმრებმა ეს უპირატესობა აღმოფხვრეს, თუმცა 89-ე წუთზე ტლუმაკმა ოდესელებს მაინც მოაგებინა.

Ua-footbal.com მე-14 ტურის სიმბოლურში მარცხენა ნახევარმცველად წიტაიშვილი შეიყვანა და მის თამაშს შემდეგნაირად აფასებს.

“20 წლის ნახევარმცველი ჩენპიონატის პირველი გოლისკენ დიდი ხანი მიდიოდა. ის თავდაუზოგავად მუშაობდა,  დრიბლინგის, ბურთის კონტროლის და დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც, თუმცა მისი დარტყმული მიზანს ვერ აღწევდა. ქართველმა ნავსის გატეხა “რუხთან” მატჩისას მოახერხა. გიო მოროზის გუნდის ერთ-ერთ მთავარ ძრავად რჩება, ვისი წყალობითაც გუნდი ახერხებს შეტევაში ბრწყინვალე თამაშს. წიტაიშვილმა დაიმსახურა ადგილი ჩვენს სიმბოლურ გუნდში”;- წერს უკრაინული გამოცემა

ჩერნომორეცი მორიგ მატჩს 19 ნოემბერს კიევის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

Share