საქართველო -შვედეთი : ყველა ბილეთი გაყიდულია

ის ქართველ მცველებს შეურაცხყოფას აყენებდა – მიქაუტაძე ზლატანზე საუბრობს
ნოემბერი 8, 2021 12:45
დავით ვოლკოვი ზირას ისტორიაში შევიდა
ნოემბერი 9, 2021 11:25

საქართველოს ნაკრების წლის ბოლო ოფიციალურ მატჩზე, რომელსაც ჩვენი ნაკრები ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართავს არასრულ ერთ დღეში, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეგახსენებთ, Covid-19 რეგულაციების გამო, გულშემატკივრებით სტადიონის 33% შეივსება. ბილეთთან ერთად, გულშემატკივარმა თან უნდა წარადგინოს covid საბუთი, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან 72 საათის ვალიდურობის მქონე pcr ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი covid 19-ის საბუთი.

წლის ბოლო ოფიციალურ მატჩში საქართველო-შვედეთს დაუპირისპირდება. მატჩი 11 ნოემბერს 21:00 დაიწყება.

Share