“შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ” – ნიკა კვეკვესკირი

Score.fr: საქართველო – შვედეთი | სავარაუდო შემადგენლობა
ნოემბერი 9, 2021 14:14
ნაკრების დებიუტანტი: გავიცნოთ დავით ვოლკოვი
ნოემბერი 9, 2021 17:52

საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ნოემბერს ბათუმში გაემგზავრა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩასვლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა თბილისში ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშეს.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის წინაღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. შეგახსნებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

10 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

ბათუმში გამგზავრებამდე შვედეთის წინააღმდეგ მატჩის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გააკეთა:

ნიკა კვეკვესკირი: რა თქმა უნდა, კოსოვოში მოპოვებული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მითუმეტეს იმ ცუდი სერიის ფონზე, რომელიც მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე გვქონდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ უფრო ლაღად და თავისუფლად ვითამაშებთ. 

სტადიონზე მაყურებლის დაბრუნება ბუნებრივია დამატებითი მოტივაციაა. მითუმეტეს, რომ თითოეულ ჩვენგანს გათავისებული აქვს თუ როგორი სამწუხარო ტრაგედიის ფონზე მოგვიწია ოქტომბერში თამაში. ახლა კი გვსურს ბათუმელ და სრულიად ქართველ გულშემატკივარს პოზიტივის საფუძველი მივცეთ და ჩვენი თამაშით გავახაროთ.

Nakrebi.ge

Share