“მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში, ორივე სანაკრებო მატჩს სრულად ვითამაშებ” – ზლატან იბრაჰიმოვიჩი

დავით ვოლკოვი ზირას ისტორიაში შევიდა
ნოემბერი 9, 2021 11:25
ლობჯანიძის ტრანსფერით ბულგარული გუნდი ინტერესდება
ნოემბერი 9, 2021 13:23

STOCKHOLM, SWEDEN - MARCH 25: Zlatan Ibrahimovic of Sweden shoots at goal during the FIFA World Cup 2022 Qatar qualifying match between Sweden and Georgia on March 25, 2021 in Stockholm, Sweden. (Photo by Michael Campanella/Getty Images)

11 ნოემბერს, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი ბათუმში გაიმართება. “ჯვაროსნები” შვედეთს ნაკრებს უმასპინძლებენ.

შვედების თავკაცმა იანე ანდერსონმა, საქართველოსთან და ესპანეთთან  მოახლოებული მატჩების განაცხადში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც შეიყვანა. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 40 წლის შვედის დაბრუნება მარტის სანაკრებო პაუზაზე სწორედ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მოხდა.

იტალიური  “მილანის” ერთ-ერთმა ლიდერმა შვედურ პრესასთან სანაკრებო მატჩების მოლოდინზე ისაუბრა.

იმ შემთხვევაში თუ მწვრთნელის სურვილი იქნება, საქართველოსა და ესპანეთის წინააღმდეგ სრულად ვითამაშებ. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ამის გაკეთება შემიძლია. ყოველდღიურად ჩემს სხეულს უკეთ ვიცნობ, ის ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება და ამ მხრივ უკეთ გამოვიყურები.  ასეთ დაპირისპირებაში მონაწილეობა ყველა ფეხბურთელს სურვილია, სასწორზე ბევრი რამ დევს. გუნდი დღევანდელ დღემდე დამაჯერებლად მივიდა, ბოლო აკორდია დარჩენილი და თავდაჯერება არ უნდა დავკარგოთ”; – ამბობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი

შეგახსენებთ, რომ შვედეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი დაპირისპირება მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0  დასრულდა.

 

Share