თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხდა

“სანიოლის ეს მიდგომა ფეხბურთელს მოტივაციასა და თავდაჯერებულობას მატებს” – ინტერვიუ პაატა ღუდუშაურთან
ნოემბერი 9, 2021 18:10
▶️VIDEO გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის ტურის სეივის ავტორია
ნოემბერი 9, 2021 20:36

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თბილისის “დინამო” ხორვატიულ “იადრანთან” 13-15 დამარცხდა.

თბილისელები ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე სეზონია ასპარეზობენ და გასულ სეზონში ისტორიული პირველი გამარჯვება სწორედ “იადრანის” წინააღდმეგ მოიპოვეს.

“დინამოს” მატჩის ბოლო მეოთხედში თამაშშჯ დაბრუნების კარგი შანსი ჰქონდა, დედაქალაქელებმა ზედიზედ 5 ბურთი გაუტანეს მეტოქეს, მაგრამ საბოლოოდ ქართულ გუნდს მატჩის გადასარჩენად დრო აღარ დარჩა.

ორი ტურის შემდეგ თბილისის “დინამო” 0 ქულით ცხრილის ბოლო ადგილზეა, ბურთების სხვაობა კი 22-35-ზე აქვს.

დედაქალაქელები შემდეგ მატჩს 19 ნოემბერს გამართავენ და ესპანურ “ბარსელონეტას” დაუპირისპირდებიან.

Share