ლობჯანიძის ტრანსფერით ბულგარული გუნდი ინტერესდება

“მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში, ორივე სანაკრებო მატჩს სრულად ვითამაშებ” – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ნოემბერი 9, 2021 11:49
Score.fr: საქართველო – შვედეთი | სავარაუდო შემადგენლობა
ნოემბერი 9, 2021 14:14

სულ ცოტა ხნის წინ, ელგუჯა ლობჯანიძემ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე  “ტობოლთან” ერთად, ყაზახეთის ჩემპიონობა იზეიმა. 29 წლის თავდამსხმელი ძირითადად ცვლილებიდან შემოდიოდა და 22 მატჩში მხოლოდ ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

ყაზახური გამოცემა Sports.kz  სავარაუდო ტრანსფერის შესახებ წერს.

“არსებობს შესაძლებლობა ტობოლის ქართველმა ფორვარდმა, კარიერა ბულგარეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში, “ცეესკა სოფიაში” გააგრძელოს. 

მის მიმართ დაინტერესებას სოფიელთა მთავარი მწვრთნელი, სტოიჩკო მლადენოვი გამოხატავს. მას ლობჯანიძესთან მუშაობის გამოცდილება “კაისარში” ერთობლივი მუშაობის   დროს ჰქონდა”;- წერს ყაზახური გამოცემა

Share