“საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს” – შომურადოვი

▶️VIDEO გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის ტურის სეივის ავტორია
ნოემბერი 9, 2021 20:36
„სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა“- საბა ლობჟანიძე
ნოემბერი 10, 2021 04:11

საქართველოს ნაკრები უზბეკეთის ნაკრებს 15 ნოემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

იტალიური “რომას” და უზბეკეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ელდორ შომუროდოვმა საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული ამხანაგური მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

     საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია, რომელსაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს. ამ გუნდში რამდენიმე ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელი თამაშობს. ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და შევეცდებით საკუთარი გულშემატკივრის გახარებას. მატჩისთვის მზადება კარაგად მიდის, ვიმედოვნებთ ღირსეულად ვითამაშებთ.”, – განაცხადა უზბეკმა თავდამსხმელმა

საქართველოს და უზბეკეთი ნაკრებთა აქამდე ერთხელ შეხვედრილან, ის დაპირისპირება 2017 წელს შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა. აღსაღნიშნავია, რომ უზბეკეთის ნაკრებიდან ორივე გოლი სწორედ შომურუდოვმა გაიტანა, ხოლო ქართველთაგან თავი შონიამ და ლობჟანიძემ გამოიჩინეს.

Share