დავით ვოლკოვი ზირას ისტორიაში შევიდა

საქართველო -შვედეთი : ყველა ბილეთი გაყიდულია
ნოემბერი 8, 2021 18:25
“მწვრთნელის სურვილის შემთხვევაში, ორივე სანაკრებო მატჩს სრულად ვითამაშებ” – ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ნოემბერი 9, 2021 11:49

აზერბაიჯანული azerisport.com იუწყება, რომ დავით ვოლკოვი, რომელმაც “საბაჰსთან”  (3:3) დასრულებულ მატჩში, ჰეთ-თრიქი შეასრულა, იქაური ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში “არწივების” ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. ქართველი შემტევის ანგარიშზე 17 გოლია. ვოლკოვმა სალვადორელ ნელსონ ბონილიუ ჩამოიტოვა და კლუბის  რეკორდსმენი გახდა.

მიმდინარე სეზონის 10 მატჩში გატანილი რვა გოლით ვოლკოვი ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ 26 წლის თავდამსხმელი, “სერენის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი მიქაუტაძის ტრავმის შემდეგ, ვილი სანიოლის რჩეულთა სიაშიც მოხვდა. ეს კი მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახება გახლავთ.

Share