“საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ… მათ ყველა მეტოქესთან კარგად ითამაშეს” – ანდერსონი

“გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს მოვუგებთ” – ლინდელოფი
ნოემბერი 10, 2021 16:43
შოთა არველაძე რუსეთის პრემიერ ლიგაში?
ნოემბერი 10, 2021 19:35

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 11 ნოემბერს, ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა სადაც შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა და ასევე, მანჩესტერ “იუნაიტედის” მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა კომენტარი გააკეთეს.

“საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. მათ არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა სხვა მეტოქესთანაც კარგად ითამაშეს. თუმცა კარგი განწყობით ვართ, ბოლო თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ვიცით, რომ ხვალაც მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ისაკი ერთ-ერთია, ვინც დღეს კარგ ფორმაში იმყოფება,. ის მაღალ დონეზე ატარებს მატჩებს როგორც ნაკრებში, ისე – კლუბშიც. დარწმუნებული ვარ, მომავალში არაერთხელ გაგვახარებს. როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის დონის ფეხბურთელი ამბობს, რომ მას ნაკრებში თამაში სურს, ნებისმიერი მწვრთნელისთვის სასიხარულო ამბავია. როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ზლატანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა”, – თქვა ანდერსონმა

საქართველოსა და შვედეთის ნაკრების მატჩი ხვალ 21:00 საათზე დაიწყება.

Share