“ბევრი ლაპარაკი უყვარს და შეურაცხყოფასაც გაყენებს, მაგრამ ჩემზე არ მოქმედებს” – კაშია იბრაზე

ვილი სანიოლი : “ფეხბურთელებს მოტივაციის პრობლემა არასდროს აქვთ”
ნოემბერი 10, 2021 15:01
“გვჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს მოვუგებთ” – ლინდელოფი
ნოემბერი 10, 2021 16:43

STOCKHOLM, SWEDEN - MARCH 25: Guram Kashia of Georgia and Zlatan Ibrahimovic of Sweden shoots a header during the FIFA World Cup 2022 Qatar qualifying match between Sweden and Georgia on March 25, 2021 in Stockholm, Sweden. (Photo by David Lidstrom/Getty Images)

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ, 11 ნოემბერს, ბათუმის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას  შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

დღეს კი ჯვაროსნების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ქართველ გულშემატკივარზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი პირველ მატჩში ქართველ მცველებს შეურაცხყოფას აყენებდა. კაშიას დღეს სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს.

“ის დიდი ფეხბურთელია, მატჩის დროს ბევრს ლაპარაკობს, შეურაცხყოფასაც გაყენებს, მაგრამ ჩემზე მისი საუბარი არ მოქმედებს. ასე სხვა ფეხბურთელებიც იქცევიან ხოლმე. ნეტავ, მატჩის დასრულების შემდეგ მხოლოდ მას ჰქონდეს შეურაცხყოფა მიყენებული და სხვა არავის.

საშინელი სექტემბერი გვქონდა, ძალიან ცუდი შეკრება იყო, ცუდად ვითამაშეთ და უკმაყოფიელობი ვართ ყველა იმ პერიოდით, ხვალინდელი მატჩისთვის კი კარგი განწყობით ვემზადებით.

წინა მატჩებშიც გამოჩნდა გულშემატკივრის როლი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხვალ სტადიონზე გულშემატკივარიც იქნება და მოგვეხმარება წარმატების მიღწევაში”, – თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ჟურნალისტების კიტხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც უპასუხა.

Share