„სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა“- საბა ლობჟანიძე

“საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს” – შომურადოვი
ნოემბერი 9, 2021 21:47
19-წლამდელების შემადგენლობა – მაისურაძის გუნდი პორტუგალია და დანიისთვის ემზადება
ნოემბერი 10, 2021 12:32

საქართველოს ეროვნული ნაკრები 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო მატჩით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაასრულებს.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრების და „ჰატაისპორის“ შემტევმა საბა ლობჟანიძემ:

 

„აქტიურად ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ“- განაცხადა ლობჟანიძემ

 

შეგახსენებთ, რომ შვედეთთან მატჩს საქართველოს ნაკრები ბათუმში გამართავს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს გორში უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

Share