“ვამაყობ ჩემი სამშობლოთი და ვიცი, რომ ქართველი ვარ” – წიტაიშვილი

„ესპანეთთანაც და დღესაც ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი“ – ვილი სანიოლი
ნოემბერი 11, 2021 20:58
„კვარაცხელია, საქართველოსა და ესპანეთის გმირი“ – რას წერს მარკა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე?
ნოემბერი 11, 2021 22:44

საქართველოს ნაკრებისა და ოდესის “ჩერნომორეცის” 20 წლის ნახევარმცველის გიორგი წიტაიშვილის ინტერვიუს უკრაინელი იუთუბერი МУХА ავრცელებს.

ქართველმა ფრხბურთელმა უამრავ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

     საქართველოს ნაკრებზე არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ მსურდა, მაგრამ იგორისა და გრიგოლ სურკისის გამო ეს არ გავაკეთე. მათ თქვეს, რომ აზრი არ ჰქონდა ლეგიონერი ვიქნებოდი თუ არა. მითხრეს, ჯერ ახალგაზრდა ვარ და დრო მჭირდება, რათა შეგნებული გადაწყვეტილება მიმეღო. ამიტომ გამაჩერეს და ფიქრის საშუალება მომცეს.

დრო გავიდა, ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, მერე კი ტრავმა მივიღე. როცა საქართველოს ნაკრებში დებიუტის დრო მოვიდა, მოქალაქეობის შეცვლა მომიწია. ქართველი ვარ და ვამაყობ ჩემი სამშობლოთი.

უკრაინა ჩემი მეორე სახლია. დღემდე გულზე ვიდებ ხელს, როდესაც ჰიმნი ჟღერს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას ვუღალატე. მე პირველ რიგში ქართველი ვარ. უკრაინის მოქალაქეობა მივიღე, რათა დინამოში მეთამაშა. მაშინ უკრაინის ჭაბუკთა ლიგებში ლეგონერს თამაში არ შეეძლო. მკითხეს, უკრაინაში თუ მყავდა ნათესავი. ვუპასუხე, რომ ბებიის ხაზით მყავდა და მთხოვეს, შემეცვალა მოქალაქეობა.

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ნაკრებში მეთამაშა, იყო ბაბუა. მას ეს ნამდვილად სურდა. როდესაც ის გარდაიცვალა, მე მაშინ მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სახელით გამოვსულიყავი “;- განაცხადა გიორგი წიტაიშვილმა.

Share