Sofascore: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები

„საქართველო ტექნიკური ფეხბურთელებით სავსე გუნდია – გილოცავთ ამ გამარჯვებას“ – ანდერსონი
ნოემბერი 11, 2021 19:43
▶️VIDEO ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, 2-0
ნოემბერი 11, 2021 20:05

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ეროვნულ გუნდთან ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 2:0 მოუგო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპულმა სტატისტიკურმა კომპანიამ, –Sofascore-მა ფეხბურთელთა შეფასებები მიაკუთნა.

ყველაზე მაღალი შედეგი, დუბლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა (8,9). ასევე, მეორე მაღალი შეფასება 8.5 გიორგი ლორიამ მიიღო. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დავით ხოჭოლავამ, ვინც 8.1 შეფასება დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას, 15 ნოემბერს უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

Share