AS: შვედებს ჰყავდათ ზლატანი და ისაკი, თუმცა კვარაცხელია არა”

„კვარაცხელია, საქართველოსა და ესპანეთის გმირი“ – რას წერს მარკა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე?
ნოემბერი 11, 2021 22:44
▶️VIDEO გიორგი ლორია შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ
ნოემბერი 12, 2021 09:07

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე შვედეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

მატჩის გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც შვედეთის ნაკრებს 2 გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შეხვედრის შემდეგ უცხოური გამოცემები კვლავაც აქტიურად ალაპარაკდნენ ხვიჩა კვარაცხელიაზე როგორც დიდ ტალანტზე. ესპანურ AS-ი ქართველის თამაშს ასე გამოეხმაურა.

ანდერსონი თავისი სიტყვის ერთგული იყო. მან თქვა, რომ საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებდა და ასეც მოხდა. ისაკი და იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ძირითადში იყვნენ, თუმცა შვედეთის თავკაცს კვარაცხელია არ ჰყავდა. ქართველმა შემტევმა ორი მოცემული შანსით იდიალურად ისარგებლა.”;- წერს ესპანური გამოცემა

Share