კანტონა, რონალდო, რობენი და კვარაცხელია – ფეხბურთელების სია, რომლებმაც უახლეს დროში შვედეთის ნაკრებს დუბლი შეუსრულეს

▶️VIDEO ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, 2-0
ნოემბერი 11, 2021 20:05
„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან“ – ხვიჩა კვარაცხელია
ნოემბერი 11, 2021 20:44

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით 2-0 დაამარცხა.

მატჩის დასრულებიდან მალევე გავრცელდა საინტერესო სტატისტიკა.

შვედეთის ნაკრების კარში უახლოეს დროში ორი ან მეტი ბურთის გატანა სულ რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო, ესენი არიან:

1993 – ერიკ კანტონა (საფრანგეთი)

2012- მიროსლავ კოლზე (გერმანია)

2013 – ანდრე შურლე (გერმანია)

2013 – კრიშტიანუ რონალდო (პორტუგალია)

2017 – არიენ რობენი (ნიდერლანდები)

2021 – ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

 

ხვიჩა გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც 1993 წლიდან შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ერთ მატჩში ორი გოლი გაიტანა, კვარაცხელია ამ სტატისტიკურ მონაცემში ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდების გვერდით დადგა.

შემდეგ შეხვედრას კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული ნაკრები 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

Share