საქართველოს ნაკრებმა შვედეთის ნაკრები დაამარცხა

▶️VIDEO გაშეშებული ლინდელოფი და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი შვედეთის წინააღმდეგ, 2-0
ნოემბერი 11, 2021 18:43
▶️VIDEO დავითაშვილის დრიბლინგი, ხვიჩას დარტყმა და მეკარის შესანიშნავი სეივი
ნოემბერი 11, 2021 19:11

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვედებს ბათუმის სტადიონზე უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ, პირველ  ტაიმში, ანგარიშის გახსნა ვერცერთმა გუნდმა მოახერხა და მეორე ტაიმს ნულოვანი ფრით შევხვდით, მეორე ტაიმში კი ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ შეიცვალა.

მატჩის დასაწყისშივე ჩვენი ფეხბურთელები სწრაფად ეცადნენ შეტევაში გადასვლას და რამდენიმე მცირე მომენტიც შეექმნათ, თუმცა შვედებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და ამის შემდეგ ქართველებს ძირითადად კონტრშეტევებზე უწევდათ თამაში. უფრო მეტად შვედების შეტევის მარცხენა ფრთა აქტიურობდა და მოსვენებას არ აძლევდა ოთარ კაკაბაძეს, რის გამოც მას შეტევაში გადასვლის დრო და ვითარება ფაქტობრივად არ ჰქონია და შესაბამისად ქართველებსაც გამწვავება ძირითადად აზაროვი-კვარაცხელიას ფრთიდან უწევდათ. ასევე ძალიან აქტიურად ეხმარებოდა მცველებსა და ნახევარმცველებს გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც არაერთხელ განახორციელა შეტევაში წარმატებული პრესინგი და ბურთიც კარგად გადმოჰქონდა დაცვიდან შეტევაში. კარგად ითამაშა ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრმაც, მათ არაერთხელ აართვეს მნიშვნელოვან ეპიზოდში ბურთი ისაკსა და იბრაჰიმოვიჩს, საწყისი 45 წუთის საუკეთესო მოთამაშედ თამამად შეგვიძლია გიორგი ლორია დავასახელოთ, რომელმაც უკვე მოუყარა თავი 6 სეივს, ასევე ერთხელ ჩვენმა მცველმა ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი, ხოლო ორ უძლიერეს დარტყმას ვაკო გვილია გადაეღობა და არ მისცა შვედებს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა ტაიმის მიწურულს ჩვენც შეგვექმნა გოლის გატანის რეალური შანსი, როდესაც მარცხენა ფლანგიდან აზაროვი-კვარაცხელიას დუეტმა შეუტია სკანდინავიელ მცველებს და ლობჟანიძეს გადააწოდეს ბურთი საჯარიმოში, რომელმაც ერთი შეხებით ვერ მოახერხა მახვილი კუთხიდან ბურთის კარში გადაგზავნა და შესაბამისად ანგარიშიც უცვლელი დარჩა 0:0.

პირველი ტაიმის შემდეგ როგორც სტატისტიკურად, ასევე მოედანზე შვედებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ იგრძნობოდა ქართველთა მონდომება და ჟინი, რამაც მეორე ტაიმში მოვლენები მთლიანად შეცვალა.

ჩვენმა ნაკრებმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე მწვავედ შეუტია და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა, შემდეგ თითქოს შვედებმა ისევ შეძლეს უპირატესობის მოპოვება და ბურთსაც აკონტროლებდნენ, თუმცა ქართველთა ერთ-ერთი კონტრშეტევის შემდეგ მოწინააღმდეგის კართან ახლოს ჯარიმა მოვიპოვეთ, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, ხოჭოლავას თავურის შემდეგ კარში აზაროვმა დაარტყა, მეკარემ ეს დარტყმული მოიგერია თუმცა კვარაცხელიას დამატებულს ვერავინ დაუხვდა და 61-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა 1-0. ამის შემდეგ თითქოს ყველა ელოდა, რომ შვედები შეუტევდნენ და ქართველები საკუთარ საჯარიმოსთან დამკვიდრდებოდნენ, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა კიდევ გააგრძელა მწვავე შეტევა, ხიზანიშვილმა ორმაგი ცვლილება განახორციელა 70-ე წუთზე წიტაიშვილის ნაცვლად დავითაშვილი, ხოლო ოქრიაშვილის ნაცვლად ვოლკოვი შემოიყვანა, მატჩში ორივე მშვენივრად ჩაერთო. მალევე  კიდევ ერთი რეალური მომენტი შექმნეს ქართველებმა, მათ შორის ფლანგიდან ცენტრისკენ შემოვიდა კვარაცხელია და ბურთი შორეული ძელისკენ მოჭრა, ულამაზესი დარტყმულის მოგერიება კი ოლსენმა მოახერხა, თუმცა ამ ეპიზოდიდან მალევე კვარაცხელიამ ცენტრიდან დაიწყო დრიბლინგი, გზად რამდენიმე შვედი მცველი მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანაც არ გასჭირვებია, სხვაობა 78-ე წუთზე ორამდე გაიზარდა. ამ გოლის შემდეგ ანდერსონს სხვა გზა არ დარჩა და გუნდის შეტევითი პოტენციალი გააძლიერა, თუმცა ამას რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია, ქართველები ისევ დამაჯერებლად აგრძელებდნენ თავის დაცვას. ბოლოს კი ხიზანიშვილმა მოედანზე კვარაცხელიას ნაცვლად ვაკო ყაზაიშვილი შემოიყვანა მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა, თუმცა არც ამას მოჰყოლია რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება და ქართველებმაც გამარჯვება ბოლომდე მიიყვანეს, მატჩი დასრულდა ჩვენს სასარგებლოდ ანგარიშით 2-0.

Share