“ჯვაროსნებს” შვედეთის ნაკრებთან ზურა ხიზანიშვილი გაიყვანს

კვარაცხელია ”რუბინის” ერთ-ერთი დაბალ ანაზღაურებადი მოთამაშეა
ნოემბერი 11, 2021 10:57
საქართველო VS შვედეთი | შემადგენლობა ცნობილია
ნოემბერი 11, 2021 15:48

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრების ფრანგი თავკაცი, ვილი სანიოლი დისკვალიფიცირებულია და დღევანდელ მატჩში “ჯვაროსნებს” უშუალოდ მოედნიდან ვერ უხელმძღვანელებს. მიზეზი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ორი ყვითელი ბარათია, პირველი ბარათი ფრანგმა სპეციალისტმა ესპანეთთან  საშინაო შევედრაში მიიღო. ხოლო მეორე ყვითელი, პრიშტინაში პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გამოსტყუა არბიტრს.

სანიოლის პირველი ასისტენტი ზურა ხიზანიშვილია, რომელიც ნაკრებს პირველად გაუძღვება მოედანზე.

შეხვედრა 21:00 საათიდან “აჭარაბეთარენაზე” დაიწყება და მას ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით მოხდება.

Share