„გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება“ – გურამ კაშია

ქალაქის მერი ფანურ შეტაკებაში აქტიურად მონაწილეობდა
ნოემბერი 11, 2021 07:19
Sofscore: საქართველო VS შვედეთი | სავარაუდო შემადგენლობა
ნოემბერი 11, 2021 07:52

დღეს 11 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმში ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს და ამით 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაასრულებს.

მატჩის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ:

 

 

„ბათუმში გამართული ბოლო ორი მატჩი, ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშეთ და ფეხბურთელებიც ვერ ვგრძნობდით, რომ საშინაო შეხვედრას ვმართავდით. მაგალითად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გულშემატკივრებმა უდიდესი როლი ითამაშეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ შვედეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ბათუმში ქულების მოგროვებას დავიწყებთ და ვთვლი, რომ ქომაგები ამაში დაგვეხმარებიან.“

 

საქართველოს ნაკრებმა ჯერ-ჯერობით ბოლო მატჩი პრიშტინაში, კოსოვოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლების წყალობით მასპინძლების 1-2 დამარცხება შეძლეს. გურამ კაშიამ კი იმ შეხვედრაში ჯაბა კანკავას დისკვალიფიკაციის გამო კაპიტნის სამკლაური მოირგო.

შეგახსენებთ, რომ შვედეთთან მატჩს შემდეგ საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს გორში უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

Share