„კვარაცხელია, საქართველოსა და ესპანეთის გმირი“ – რას წერს მარკა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე?

“ვამაყობ ჩემი სამშობლოთი და ვიცი, რომ ქართველი ვარ” – წიტაიშვილი
ნოემბერი 11, 2021 21:16
AS: შვედებს ჰყავდათ ზლატანი და ისაკი, თუმცა კვარაცხელია არა”
ნოემბერი 11, 2021 22:52

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2-0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების გამარჯვების წყალობით ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველ ადგილზე გადასვლა შეძლო, რასაც გავლენიანი ესპანური გამოცემა „მარკა“ გამოეხმაურა:

„საქართველომ და განსაკუთრებით კვარაცხელიამ (რომელმაც თბილისში ესპანეთის გოლი გაუტანა) ესპანეთს დახმარების ხელი გაუწოდეს. სენსაციური გამარჯვება შვედეთის წინააღმდეგ, რომელმაც ამ მარცხით ესპანეთს პირველი ადგილი დაუთმო სევილიაში გასამართი მატჩის წინ, სადაც გადაწყდება პირველადგილოსნის ბედი. სანიოლმა იდეალური გეგმა შეიმუშავა. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ქართველი ფეხბურთელები დაცვაში კარგად გამოიყურებოდნენ, ამაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო.

მატჩის დასაწყისში შვედეთმა საქართველოს ბურთი დაუთმო, პირველი რეალური მომენტი შვედებმა საქართველოს ნაკრების დაცვაში შექმნილი არეულობის შემდეგ შექმნეს, თუმცა ფორსბერგს გოლის გატანაში ხელი გიორგი ლორიამ და მისმა ბრწყინვალე სეივმა შეუშალა ხელი, შემდეგ კი დამატებაზე ბურთის გატანა ვერც კლასონმა შეძლო. დრო გადიოდა, თუმცა ანდერსონის შეგირდებს გოლის გატანა მაინც უჭირდათ, იყო რამდენიმე გამოუყენებელი მომენტი, როგორც შვედების ასევე ქართველების მხრიდან, ყველაფერი ლოგიკური 0-0 – სკენ მიდიოდა.

საქართველოს ნაკრების გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე შვედეთმა ისევ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, რის გამოც 4 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ ისინი დასაჯა და მატჩში ანგარიში გახსნა. შვედებისთვის ეს გოლი ფსიქოლოგიურად მძიმე იყო, გუნდმა რეაბილიტაცია ვეღარ მოახერხა, 76-ე წუთზე ოლსენს მოუწია ხვიჩა კვარაცხელიას უძლიერესი შორეული დარტყმის მოგერიება, ეს მომენტი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო იყო მატჩში, თუმცა ხვიჩამ მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა და შვედების შანსებს საბოლოოდ ბოლო მოუღო, ის უდავოდ საუკეთესო იყო მოედანზე.

თამაშის გადასარჩენად ანდერსონს და მის გუნდს ვერც კულუსევსკის შემოსვლა ვერ დაეხმარა. მწვრთნელმა მოედნიდან ისაკიც კი გაიყვანა. ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე მატჩი დიდი იმედგაცრუება იყო შვედეთის ნაკრებისთვის, რომელსაც ფეხი ყველაზე ცუდ დროს დაუცდა და ესპანეთის ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი მისცა.“

 

Share