ქალაქის მერი ფანურ შეტაკებაში აქტიურად მონაწილეობდა

▶️VIDEO კაშია V იბრაჰიმოვიჩი, ვაკოს გოლს + ასისტი – სან ხოსე 3 – 0 გელექსი
ნოემბერი 11, 2021 04:22
„გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება“ – გურამ კაშია
ნოემბერი 11, 2021 07:48

გასულ უქმეებზე საბერძნეთის სუპერლიგის მე-9 ტურში სალონიკის ”არისი” სტუმრად ვოლოსში  ჩავიდა, გუნდები ცხრილში ერთმანეთის  მეზობლად იმყოფებოდნენ და ყველა დაძაბული  მატჩის მოლოდინში იყო, შეხვედრამ სრულად გაამართლა მასზე  გაცემული ავანსები და  ჯერ კიდევ 23-ე წუთზე სიტუაცია ისე დაიძაბა რომ მსაჯმა მოედანიდან 3 მოთამაშე გააძევა.

სათამაშო მოედანზე დაწყებული დაპირისპირება უმალ გადაედო ტრიბუნებს, ერთმანეთთან საჩხუბრად ახლა უკვე ”ვოლოსის” ფან დაჯგუფება GATE 1-მა და ”არისის” ულტრასებმა SUPER 3-მა გაიწიეს, ტრიბუნაზე მძიმე დაპირისპირების შედეგად მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა, მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს როგორ უსწორდება მასპინძელი კლუბის პრეზიდენტი და ამავე ქალაქის მერი, აქილაეს ბეოსი ”არისის” ფანებს.

ფოტომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ბერძნულ მედიაში და ბიზნესმენს, კლუბის პრეზიდენტს და ქალაქის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

აქილაეს ბეოსი ლურჯ პერანგში.

Share