„მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან“ – ხვიჩა კვარაცხელია

კანტონა, რონალდო, რობენი და კვარაცხელია – ფეხბურთელების სია, რომლებმაც უახლეს დროში შვედეთის ნაკრებს დუბლი შეუსრულეს
ნოემბერი 11, 2021 20:36
„საქართველომ თავისი მომენტები გამოიყენა“ – იბრაჰიმოვიჩი
ნოემბერი 11, 2021 20:51

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე შვედეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

მატჩის გმირი და საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც სკანდინავიელებს 2 გოლი გაუტანა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ხვიჩამ კომენტარიც გააკეთა:

„კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი იყო ეს ჩემთვის.მეტოქე ძალიან რთული იყო, 2 გოლზე მეტად ის მახარებს, რომ მათი დამარცხება შევძელით.

ვფიქრობ, რომ რაც ჩემზე იწერება, მას ჩემზე ზემოქმედება არ აქვს. ფეხბურთელი ვარ და ასეთი რამ კარიერაში ხდება. უნდა შევეგუო.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს გვერდით დგომისთვის.

ბათუმში ძალიან კარგი გულშემატკივრები არიან. კი, თბილისში უფრო დიდია ტევადობა, მაგრამ ბათუმელებმა ძალიან მაგრად გვიგულშემატკივრეს“, – თქვა კვარაცხელიამ.

Share