კვარაცხელია ”რუბინის” ერთ-ერთი დაბალ ანაზღაურებადი მოთამაშეა

Sofscore: საქართველო VS შვედეთი | სავარაუდო შემადგენლობა
ნოემბერი 11, 2021 07:52
“ჯვაროსნებს” შვედეთის ნაკრებთან ზურა ხიზანიშვილი გაიყვანს
ნოემბერი 11, 2021 13:09
სპორტულმა პორტალმა Salary Sport-მა, რომელიც სპეციალიზირებულია სპორტული კლუბების სახელფასო სიების შედგენაზე,
თავის ვებსაიტზე ისაუბრა იმაზე, თუ რამდენს ხარჯავს ყაზანის "რუბინი" ფეხბურთელების ხელფასებზე 
ამ სეზონში. სიაში სულ 40-მდე მოთამაშე იყო, მათ შორის არიან კლუბის ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები.
აღნიშნული სტატიით ვიგებთ რომ ყაზანელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები არიან მონტენეგროელი ნახევარმცველი 
სეად ჰაკშაბანოვიჩი და მცველი ილია სამოშნიკოვი - ორივე მათგანი 1 მილიონ ევროს იღებს წელიწადში. შემდეგ მოდის 
ჯორჯ დესპოტოვიჩი - 973 ათასი ევრო წელიწადში. ჰვანგ ინ ბომი და ოლივერ აბილდგორი იღებენ თითო 912 ათას ევროს, 
გუნდის კაპიტანი ფილიპ ურემოვიჩი - 790 ათასი ევრო, ხოლო "რუბინის" მთავარ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას, 
რომელსაც ტრანსფერმარკეტი 18 მილიონ ევროდ აფასებს, მხოლოდ 60 ათასი ევრო აქვს ჯამაგირი, წელიწადში,
დაახლოებით ამავე თანხას იღებს გუნდის მეკარე იური დიუპინიც.
აღსანიშნავია რომ ''რუბინის'' სახელფასო ბიუჯეტი წელიწადში მილიარდ რუბლზე მეტია.
 
Share