„საქართველო ტექნიკური ფეხბურთელებით სავსე გუნდია – გილოცავთ ამ გამარჯვებას“ – ანდერსონი

▶️VIDEO დავითაშვილის დრიბლინგი, ხვიჩას დარტყმა და მეკარის შესანიშნავი სეივი
ნოემბერი 11, 2021 19:11
Sofascore: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა შეფასებები
ნოემბერი 11, 2021 19:49

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო მატჩში, ბათუმში შვედეთის ნაკრებს  2-0 მოუგო. საქართველოს ნაკრების რიგებში ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა შვედეთის მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა :

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, გვქონდა 2-3 მომენტი, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით. ასეთია ფეხბურთი, ვერ გაიტან გაგიტანენ. გაგვიტანა საქართველომ და მოიგო. ვულოცავ მეტოქეს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ მომავალში.

ამ მომენტისთვის მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ. საქართველოზე გუშინ ვისაუბრე და ვთქვი, რომ ტექნიკური ფეხბურთელებით სავსე კარგი გუნდია. საგოლე მომენტებში დღეს ცოტა გაუმართლათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას, ახლა კი სრული კონცენტრაცია ესპანეთთან მატჩზე გვაქვს. იმედი მაქვს, რომ იქ ჩვენი მომენტების გამოყენებას შევძლებთ და უკეთესად ვითამაშებთ“ – თქვა ანდერსონმა.

Share