„ესპანეთთანაც და დღესაც ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის როლი“ – ვილი სანიოლი

„საქართველომ თავისი მომენტები გამოიყენა“ – იბრაჰიმოვიჩი
ნოემბერი 11, 2021 20:51
“ვამაყობ ჩემი სამშობლოთი და ვიცი, რომ ქართველი ვარ” – წიტაიშვილი
ნოემბერი 11, 2021 21:16

საქართველოს ნაკრებმა 11 ნოემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე შვედების დამარცხება მოახერხა. ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის გაფორმება შეძლო, რითაც საკუთარ გუნდს 2-0 მოაგებინა.

კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, რომელიც დღევანდელ მატჩს ტრიბუნებიდან ესწრებოდა:

 

„ყველაფერი თამაშის წინ დაგეგმილი იყო. ზურაბ ხიზანიშვილს ყურსასმენი მხოლოდ იმიტომ ეკეთა, რომ მუსიკა უყვარს და სიმღერას უსმენდა.
ხვიჩა ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, თუმცა მან იცის, რომ ამ გუნდში მას სრული ნდობა აქვს. საქართველოში მისი თამაშის ყურება ყველას სიამოვნებას ანიჭებს. გირჩევთ, ნაკლები ისაუბროთ მის სხვა ევროპაში ტრანსფერზე – ის თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად ითამაშებს უკეთეს კლუბში.
შევამჩნიეთ, რომ ხვიჩა იღლებოდა და ჯერ კიდევ მეორე გოლამდე დაგეგმილი იყო 78-ე წუთისთვის მისი შეცვლა. თვითონაც გვანიშნა, რომ შეცვლა სურდა. ის ბოლომდე დაიხარჯა და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ოთარ კაკაბაძე რთულ სიტუაციაში იმყოფება თავის კლუბში. ჩემი სურვილია, ყველა ფეხბურთელმა მეტი ითამაშოს კლუბში, მაგრამ, ვფიქრობ, მან კოსოვოსთან და დღესაც მშვენიერი მატჩი ჩაატარა. კაშიაზე შემიძლია ვთქვა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია. მასზე უფრო მეტის თქმაც შემიძლია, მაგრამ სხვა ფორმატში.
პირველ მატჩში შვედეთში მათ გაუმართლათ და იქ წაგებას არ ვიმსახურებდით. ზოგადად კი მათ წარმატებას ვუსურვებ ესპანეთთან მატჩში და მომავალშიც.
შვედეთი დიდი ხანია მსგავსი სტილის ფეხბურთს თამაშობს. ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და ძალიან გვიხარია, რომ მოვიგეთ.
და ბოლოს, მადლობა გულშემატკივარს. ესპანეთთანაც და დღესაც ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი”, – თქვა სანიოლმა.

Share