FIFA-ს რეიტინგი: შვედეთთან გამარჯვებამ რამდენიმე პოზიციით დაგვაწინაურა

„მილანი მას აკვირდება, კვარაცხელია იბრაჰიმოვიჩის თვალწინ სასწაულებს აკეთებს“ – რას წერენ იტალიაში კვარაცხელიას შესახებ
ნოემბერი 12, 2021 11:54
▶️VIDEO ესპანელი კომენტატორების რეაქცია კვარაცხელიას დუბლზე
ნოემბერი 12, 2021 12:21

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2-0 დაამარცხა.

მსოფლიოს მე-17 ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 20.21 კოეფიციენტი დაემატა და FIFA-ს ლაივ რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა.  საქართველომ ლიბანი, ბაჰრეინი, იორდანია, სომხეთი, გაბონი და ზამბია ჩამოიტოვა და ამ მომენტისთვის 87-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩს, 15 ნოემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს.

 

Share